24 მარტს, სსიპ აჭარის მუზეუმმა - ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში - “Batumi Book & Higher Education 2023” მიიღო მონაწილეობა.
აჭარის მუზეუმის სტენდთან, გამოფენის სტუმრები ძველი გამომცემლობის წიგნებს გაეცნენ.
ორგანიზაციის სასაჩუქრე წიგნების ნაკრები დირექციამ ვიზიტორებს საჩუქრად გადასცა.
გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.